თემა – მონაცემთა შეგროვება, მათი გაანალიზება და გამოსახვა დიაგრამებით.
გამოყენება პრაქტიკულად.
სამიზნე ჯგუფი– IX კლასი.
მოსწავლეთა სახელობითი სია:
1. ლიპარტელიანი გვანცა
2. ლიპარტელიანი მარიამი
3. ლიპარტელიანი მაგდა
4. ტვილდიანი ბექა
5. ტვილდიანი გვანცა
6. ტვილდიანი თამარ
7. ჩანქსელიანი ვლადიმერ
განხორციელების დრო: მოსამზადებელი–7 დღე.
განხორციელება–1 თვე.
ესგ–ით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები– მათ IX–4 მოსწავლე ხსნის გამოთვლებთან და რაოდენობრივ შეფასებებთან დაკავშირებულ ამოცანებს.
პროექტის მნიშვნელობა და აქტუალობა: მოსწავლე აგროვებს მონაცემებს,ასრულებს
პირად ხარჯთაღრიცხვასთან,შემოსავალთან დაკავშირებულ გამოთველებს.ამყარებს
კავშირს მთლიან შემოსავალს, მოგებასა და საცალო ფასს შორის.
პროექტის მიზნები და შედეგები: მონაცემების წარმოდგენის,სხვადასხვა ხერხის, „წა–
კითხვის“ უნარის განვითარება.მოსწავლემ თავისი ცოდნის,თანხის ოდენობის, ინტერე–
სების მიხედვით შეარჩიოს მისთვის ხელსაყრელი სფერო.შეისწავლოს შერჩეულ სფერო–ში წინასწარი სტატისტიკური მონაცემები. გაითვალისწინოს ისინი თანხის დაბანდე–
ბის ,სფეროსა და ფორმის შერჩევისას.გაითვალისწინოს ვალუტის სიმყარე. ივარაუდოს მოსალოდნელი მოგება,შეძლოს დაბანდებული თანხის მდგომარეობაზე თვალის მიდევნება.შეაფასოს შედეგები.(დააბანდა თუ არა თანხა წარმატებაზე.)
რესურსები: პრესა,ტელევიზია,ინტერნერტი.
პროექტის მსვლელობა:
I –აქტივობა
საორგანიზაციო საკითხები:ვირჩევთ ჯგუფის ლიდერს.შემდეგ გამოვყოფთ წყვილებს,რომელტაც გადავუნაწილებთ სხვადასხვა დავალებებს.
ა) დაევალოთ: 1. ლიპარტელიან გვანცას
2. ტვილდიან ბექას
მოიძიონ ყოველდღიურად ინფორმაცია ვალუტის კურსის შესახებ.
ბ) დაევალოთ: 1. ლიპარტელიან მაგდას
2. ლიპარტელიან მარიამს
მოიძიონ ინფორმაცია აქციებისა და ნავთობის შესახებ.
გ) დაევალოთ: 1.ტვილდიან ღამარს
2.ტვილდიან გვანცას
3. ჩანქსელიან ვლადიმერს
მოიძიონ ინფორმაცია ძვირფასი ლითონების შესახებ.
II –აქტივობა
1–კვირის განმავლობაში ყოველ დღე იკრიბება ჯგუფი და მოგროვილ ინფორმაციას განიხილავენ. კვირის ბოლოს შეადგენენ შესაბამის დიაგრამებს. ამის შემდეგ
მასწავლებელი აძლევს ამოცანას მოსწავლეებს. ვთქვათ, ხართ 50000 ლარის მფლობელი და გსურთ ამ თანხის სარფიანი გამოყენება. მიღებული დიაგრამების დაკვირვების საფუძველზე შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი კაპიტალ დაბანდება.
III- აქტივობა
მოსწავლეები მათ მიერ „დაბანდებულ“ თანხას ერთი თვის განმავლობაში აკვირდებიან ინფორმაციის ყოველი ცვლილებისას გამოსახავენ დიაგრამაზე მათ ფინანსურ მდგომარეობას.
IV - აქტივობა
ერთი თვის თავზე თითოეულ მოსწავლის შედეგების განხილვის შედეგად დასახელდება ყველაზე „გამჭრიახი და იღბლიანი ბიზნესმენი“
Комментариев нет:
Отправить комментарий