პროექტი
შემქმნელები baiaqurasbediani — უკანასკნელი ცვლილება 2011-11-17 08:34Share
სამიზნე ჯგუფი: მასწავლებელი, VIII-IX კლასის მოსწავლეები, მშობლები.
განხორციელების დრო: 1 თვე.
აქტუალობა: დედამიწა საფრთხის წინაშე დგას რასაც მოწმობს გახშირებული ბუნებრივი კატასტროფები, ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების გატარება, რაც შეამცირებს კატასტროფების გამოვლენის რისკს და მათგან გამოწვეულ ზარალს.
მიზანი: გავაცნო მოსწავლეებს კატასტროფის რისკის შემცირების ძირითადი კონცეფციები, დავეხმარო მოსწავლეებს იმის გაცნობიერებაში, რომ არასწორ ქმედებებს შეუძლია გაზარდოს მათი დაუცველობა კატასტროფების მიმართ.
შედეგი: გეო–VIII 13
აგროვებს ინფორმაციას, მსჯელობს ბუნებრივ–კატასტროფულ მოვლენებზე, გარემოსდაცვით პრობლემებზე და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე.
რესურსი: კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლეობა: აქტივობა 1
ბავშვებს ვყოფ ორ ჯგუფად, ვაძლევ დავალებას მოიძიონ მასალები, სურათები ინფორმაციები ბუნებრივი კატასტროფების შესახებ შემდეგ ვახდენთ მასალების კლასში გამოფენა, განხილვას.
აქტივობა 2
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას, მშობლების დახმარებით მოიძიონ ინფორმაცია თუ რა მნიშვნელოვანი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა მათი დასახლება წარსულში, დაადგინონ რომელი ადგილებია საშიში წყალდიდობის, მიწისძვრის, მეწყერის, ქვათაცვენის, ღვარცოფის დროს. რა მოიმოქმედა მოსახლეობამ, რაუნდა გაკეთდეს მომავალში კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.
აქტივობა 3
ხეების ინტენსიური ჭრის შედეგად ჩვენს რეგიონში იზრდება მოსახლეობის დაუცველობა წვიმებისა და მეწყრის მიმართ. მოსწავლეები მოიძიებენ სხვადასხვა ხემცენარეების ნერგებს და ჩემი დახმარებით ვრგავთ სკოლის შემოგარენში.
აქტივობა 4
დავალებების შესრულების შემდეგ კლასში ხდება მასალების გამოფენა, განხილვა.
ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას მოძიებული მასალების ირგვლივ.
Georgian

